ახალი ამბები

კახეთში ინვესტორების მიერ ნაყიდი და მიტოვებული მიწების აღწერა მიმდინარეობს

აღწერა პირველად ორ მუ­ნიციპალიტეტში სიღნაღ­სა და დედოფლისწყაროში დაიწყება და მთელ რეგიონს მოიცავს. სოფლის მეურნეობის მუ­შაკთა პროფკავშირში აცხა­დებენ, რომ აღწერის დას­რულების შემდეგ შედეგებს სამთავრობო უწყებებს მიაწვ­დიან შესაბამისი რეაგირე­ბისთვის.
საქართველოს ფერმერთა და სოფლის მეურნეობის მუშაკთა პროფესიული კა­ვშირის პრეზიდენტის, ირინე ფხოველიშვილის განმარ­ტებით, აღნიშნულ პრო­ცესში ჩართვა და ორგანი­ზაციებისთის ინფორმაციის მიწოდება ნებისმიერ მსურ­ველს, როგორც სოფლის მცხოვრებელს ასევე პოლი­ტიკური პარტიების წარმო­მადგენლებსაც შეეძლებათ. 
,,გვინდა, მიწების აღწერა ქვეყნის მასშტაბით ჩატარდეს. ჩვენ არ ვიცით რა დრო დაგვჭირდება დოკუმტაციის მოძიებისა და დამუშავე­ბისთვის, მაგრამ მიღებულ მონაცემებს გავასაჯაროებთ, გადავუგზავნით მთავრობასა და პარლამენტს შესაბამისი რეაგირებისთვის. პროცესში აქტიურად გვინ­და, ჩავრთოთ ყველა, ვინც თა­ნამშრომლობაზე გამოთქვავს სურვილს, ეს იქნება სამთა­ვრობო თუ არასამთავრობო სექტორის წარმომადგენ­ლები. მთავარია, ინფორმაცია იყოს სწორი. ვითვალისწი­ნებთ იმ გარემოებასაც, რომ ზოგიერთ პიროვნებას არ აქვს სურვილი ღიად მიიღოს მონაწილეობა ამ პროცესში, ამიტომ ისინიდარჩებიან ანო­ნიმურ წყაროდ.საქმის კურს­ში ჩავაყენებთ სამთავრობო სტრუქტურებსაც და თავად გადაწყვიტონ მიიღებენ თუ არა მონაწილეობას აღნიშ­ნულ პროცესებში’’, – ამბობს ირინე ფხოველიშვილი.