ახალი ამბები

ფერმერები დაბალპროცენტიან სესხებს ითხოვენ

ფერმერ ამბერგ მინდიაშვილის ოჯახი სოფლის მეურნეობას 30 წელია მისდევს. ფერმერის განცხადებით, დარგში უამრავი პრობლემაა, რომლის დროული მოგვარება მეურნეებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანიც კი შეიძლება აღმოჩნდეს.
,,ბევრი პრობლემა გვაქვს. არ არის სარწყავი სისტემა, ხარისხიანი პესტიციდები, არ ტარდება ნიადაგის კვლევა და სხვა, არც ინფორმაცია გვაქვს სახელმწიფო პროგრამებზე, პრობლემაა დაბალპროცენ­ტიანი სესხების ხელმისაწვდომობა ყველა ფერმერისთვის რომ საკუთარი მეურნეობა განავითაროს. ძალიან გვიჭირს, რომ გავაგრძელოთ სოფლის მეურნეობის დარგის მშენებლობა ჩვენივე სახსრებით. დახმარება გვჭირდება სოფლის მეურნეობის სამინისტროსგან, რომ მოგვცენ დაბალპროცენტიანი სესხი, რათა ფერმერებმა არ მიანებონ თავი სოფლის მეურნეობას, ყველას ვაჭრობა არ შეუძლია”, – აცხდებს knews.ge-სთან ამბერგ მინდიაშვილი.
ექსპერტები სოფლის მეურნების დარგში აცხადებენ, რომ სექტორი ბევრი პრობლე­მისა და გამოწვევის წინაშე დგას. სოფლის მეურნეობის ექსპერტთა უმრავლესობა ყურადღებას ქვეყნის სასოფლო-სამეურნეო პოტენ­ციალზე ამახვილებს და მიიჩნევს, რომ განვითარებული სოფლის მეურნეობა შეიძლება, გადაიქცეს იმ ძრავად, რომელიც ეკონომიკას აამუშავებს. დავით თამარშვილი მიიჩნევს, რომ დარგის შემდ­გომი განვითარება სასიცოცხლოდ მნიშნელოვანია ქვეყნის სტაბილუ­რობისთვის, თუმცა ამ დრომდე, ვერ მოხერხდა ქვეყნის სოფლის მეურ­ნეობის სექტორის მოდერნიზება, მიუხედავად იმისა, რომ დარგის განვითარებისთვის საკმაოდ დიდი თანხა იხარჯება. 
,,პრაქტიკულად მწარმოებელთა საშუალო ფენა ვერ ღებულობს სახელმწიფო პროგრამებით დიდ სარგებელს, არადა სწორედ ეს ფენა ქმნის ყველაზე მეტ პროდუქტს ყვე­ლა ქვეყნის ეკონომიკაში“.