ახალი ამბები

პანკისში საპროტესტო აქცია გაიმართა

ოჯახის ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცი ბოლო წელიწადნახევრის განმავლობაში, სამუშაოდ თურქეთში იმყოფებოდა, იგი გუშინ საქართველოში დაბრუნებისას სახელმწიფო საზღვარზე დააკავეს და რამდენიმე საათის შემდეგ, უკან გააბრუნეს. 
ოჯახი ვერ აკონკრეტებს, იმყოფებოდა თუ არა ბორჩაშვილი სირიაში. როგორც ნათესავები  აცხადებენ, მათი შვილი მძიმე ავადმყოფია და საქართველოში სამკურნალოდ ბრუნდებოდა.  ისინი დახმარებას სახელმწიფოს სთხოვენ, რომ დავით ბორჩაშვილის ადგილსამყოფელის შესწავლა და შესაბამისი მკურნალობის ჩატარება დროულად მოხდეს.    წყარო:pia.ge