ახალი ამბები

„სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ“ კანონში ცვლილებები შევიდა

ცვლილებებით ითვალისწინებს დამატებითი საპაიო შენატანისა და კოოპერაციული შემოსავლის ცნებებს. არაწევრებისგან წარმოებული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის შესყიდვასთან და მომსახურების გაწევასთან დაკავშირებით წესდება შეზღუდვა. კერძოდ, ერთი საანგარიშო წლის განმავლობაში არაწევრებისგან მიღებული პროდუქციის/მომსახურების ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს კოოპერატივის წლიური სასოფლო-სამეურნეო სასაქონლო ბრუნვის 30%-ს. 
კანონში შეტანილი ცვლილებებით, ასევე, განისაზღვრა დივიდენდისა და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის სარეზერვო ფონდში არსებული თანხის განკარგვის წესები. მეპაიეთა რეესტრის სავალდებულო წარმოების წესი დადგინდება სოფლის მეურნეობის მინისტრის ბრძანებით. „გრანტის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებით სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს გრანტის გაცემის უფლება ექნება. სოფლის მეურნეობის სამინისტროში განმარტავენ, რომ აღნიშნული ცვლილებები ხელს შეუწყობს კოოპერატივსა და მეპაიეებს შორის წარმოშობილი საწარმოო ურთიერთობების დარეგულირებას, ასევე, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის გამართული მოდელის შექმნას. შესაბამისი ცვლილებები, ასევე, შედის მეწარმეთა შესახებ საქართველოს კანონში.