ახალი ამბები

2016 წლის ბიუჯეტში ვეტერანებისთვის თანხა გამოიყოფა

შიხიაშვილის განცხადებით, შეხვედრაზე ვეტერანების მიერ გამოთქმული ინიციატივები და არსებული პრობლემების მოსაგვარებლად მიმართული ღონისძიებების განხორციელება და გათვალისწინება მომავალი წლის ბიუჯეტში აისახება. 
,,ჩვენი ერთობლივი თანადგომით და მუშაობით გვინდა ყველა ვეტერანის ხვალინდელი დღე უკეთესი გავხადოთ. შეხვედრის დროს გამოიკვეთა რამდენიმე საკითხი, რომელიც მალე მოგვარდება, ეს არის არსებული მემორიალების და პარკების მოწყობასთან დაკავშირებული საკითხები. კითხვები ასევე დაისვა დასაქმების პრობლემასთან და ჯანდაცვის ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებითაც. ჩვენ ამ კუთხით მალე დავიწყებთ მუშაობას და შევეცდებით მომავალი წლის ბიუჯეტში გავითვალისწინოთ ეს საკითხები. ჩემთვის, როგორც სამსახურის ხელმძღვანელისთვის, მთავარი თითოეული ვეტერანის კეთილდღეობაა. მომავალი წლიდან შესაძლებელი იქნება ბიუჯეტის გაზრდა, რომელიც მიმართული იქნება ვეტერანების ჯანმრთელობასთან დაკავშირებული თუ დასაქმების კუთხით არსებული საკითხების მოგვარებისკენ”, – განუცხადა Knews.ge-ს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა. 
ირაკლი შიხიაშვილმა ვეტერანებს სამსახურის მიერ გაწეული მუშაობის ანგარიშიც ჩააბარა და ყველა დაწყებულ პროექტზე ინფორმაცია მიაწოდა.