ახალი ამბები

სიღნაღში ელექტროგადამცემი ხაზები დააზიანეს

,,გუშინ საღამოს სიღნაღის მუნიციპალიტეტის სამი სოფელი: ვაქირი, ანაგა და მაშნაარი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. დაზიანების ადგილზე კომპანიის ტექნიკური სამსახურის წარმომადგენლებმა აღმოაჩინეს, რომ ტრანსფორმატორიდან გამომავალ მაღალი ძაბვის სადენს ე.წ ,,კატანკას“ ტიპის მავთული ქონდა ნასროლი, რომელმაც ჯერ 10 კვ-იანი ელექტრო გადამცემი ხაზი გაწყვიტა და მოკლე ჩართვა გამოიწვია, ხოლო შემდეგ დაბალი ძაბვის სადენებს დაეცა და ანალოგიურად აქაც მოკლე ჩართვის შედეგად სადენები დააზიანა. ელექტროსადენების ჩაწყვეტა 20:30 დაფიქსირდა, ანუ იმ დროს როდესაც სიბნელე იყო და განზრახვის სისრულეში მოყვანა გარეშე თვალისათვის ადვილად შესამჩნევი არ იქნებოდა.
ვინ და რა მიზნით განახორციელა ელექტროგადამცემი ხაზის განზრახ დაზიანება სამართალდამცავები გაარკვევენ, კომპანიამ მომხდარ ფაქტთან დკავშირებით პოლიციას უკვე აცნობა”, – აცხადებენ კახეთის ენერგოდისტრიბუციაში.