ახალი ამბები

თელავში ,,ღვინის პარკი” აშენდება

პროექტის პირველი მოსამზადებელი სამუშაოები დამთავრდა. მეორე ეტაპზე კი ჩატარდება მარკეტინგული და ეკონომიკური კვლევები, რომლის შედეგადაც დადგინდება რამდენად მომგებიანი და შემოსავლიანი იქნება აღნიშნული პროექტის განხორციელება რეგიონისთვის. ააიპ ,,თელავის ღვინის პარკის’’ დირექტორის არჩილ გოგსაძის განცხადებით, ღვინის პარკი” ხელს შეუწყობს ღვინისა და ქართული რეწვის ნიმუშების პოპულარიზაციას. 
,,ღვინის პარკი” მოიცავს სხვადასხვა საგამოფენო სივრცეს გამოფენებისა და კონფერენციების ჩასატარებლად, ასევე მუზეუმს, ელექტრონულ ბიბლიოთეკას, სარეკრეაციო ზონებს, ტურისტულ ცენტრს და სხვა. ჩვენ დაგეგმილი გვაქვს კვლევების ცატარება, რომლის შემდეგაც ტერიტორია შეირჩევა, აერქიტექტორები შეიმუშავებენ გენერალურ გეგმას და მესამე ეტაპზე გამოცხადდება საერთაშორისო არქიტექტურული კონკურსი. გენერალური გეგმისა და პროექტის დასრულების და დამტკიცების შემდეგ უკვე დაიწყება სამშენებლო სამუშაოები. როცა ამ პროექტის განხორციელებაში კერძო სექტორი ჩაერთვება, შემდგომ შესაძლებელი გახდება მისი გაფართოვებაც. პროექტი საკმაოდ მრავლისმომცველი და საინტერესოა და მსგავსი სახის ცენტრი, რომლის აშენებაც თელავში იგეგმება, საქართველოში არ არსებობს,”-განუცხადა Knews.ge-ს არჩილ გოგსაძემ.
თელავი მაჟორიტარი დეპუტატი, გელა სამხარაული ვარაუდობს, რომ ,,ღვინის პარკის” პროექტის დამუშავების შემდეგ თელავი მსოფლიო ღვინის დედაქალაქად და ტურისტულ ცენტრად გადაიქცევა. 
,,გასულ წელს წინა საპროექტო კვლევები დავასრულეთ. ვფიქრობთ, რომ გადავიდეთ შემდეგ ეტაპზე და თელავში შევქმნათ კონვენციის ცენტრი, სადაც მოგვეცემა საშუალება, გავმართოთ სხვადასხვა სახის ღონისძიება, როგორც კულტურული, ასევე სხვა შემოქმედებითი, კომერციული დანიშნულების და სხვა. ეს ცენტრი უნდა მოემსახუროს სხვადასხვა კონფერენციის, სიმპოზიუმისა და ფესტივალის ჩატარებას. რაც ყველაზე მთავარია ამ ცენტრის მეშვეობით უნდა მოხდეს მთელი რეგიონის პასპორტიზაცია, გვინდა აღვრიცხოთ თვითოეული ოჯახი, ის, ვინც შეიძლება პროექტის პოტენციური თანამონაწილე იყოს, ეს იქნება საოჯახო მეურნეობა, სხვადასხვა ზომის წარმოება და სხვა. დაგეგმილი გვაქვს, შევქმნათ სივრცეები, რათა ამ ადამიანებმა შეძლონ თავისი პროდუქცია გამოიტანონ როგორც გასაყიდად და გამოფენებში მიიღონ მონაწილეობა. მთავარია, რომ გვექნება საინფორმაციო ბაზები და ცენტრი, სადაც ნებისმიერ მსურველს შეეძლება მისვლა და რეგიონში დაგეგმილი აქტივობების შესახებ ინფორმაციის გაცნობა’’,- განაცხადა გელა სამხარაულმა.