ახალი ამბები

თელავში სახანძრო-სამაშველო სამსახურის ახალი შენობა გაიხსნა

თელავის მერის, პლატონ კალმახელიძეს თქმით, სამ სართულიანი ნაგებობა, რომელიც წლების განმავლობაში სავალალო მდგომარეობაში იყო, სრულად გარემონტდა. აღიჭურვა ახალი ტექნიკითა და ინვენტარით.
,,მეხანძრე-მაშველებისთვის აშენდა ახალი სასწავლო კოშკურა, ავტოფარეხი და მოხდა ეზოს კეთილმოწყობა. მეხანძრე მაშველებს გადაეცათ ყოველდღიური და საბრძოლო ფორმები. სპეციალურად ამ დღისთვის მეხანძრე-მაშველების მიერ გაიმართა სიმულაციური ჩვენებაც”,– განაცხადა პლატონ კალმახელიძემ.
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, თეიმურაზ მღებრიშვილის განცხადებით, საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტომ სახანძრო-სამაშველო შენობების კაპიტალური რეაბილიტაცია-აღჭურვა თელავიდან დაიწყო.