ახალი ამბები

ქარტიის საბჭოს განცხადება „რუსთავი 2-თან“ დაკავშირებით

განჩინების თანახმად, მენეჯმენტის შეცვლის ერთ-ერთი საფუძველი გახდა ის, რომ „რუსთავი 2-ის“ მმართველები ვერ უზრუნველყფდნენ ობიექტურად და სამართლიანად ინფორმაციის გადაცემას.

საბჭო აღნიშნავს, რომ მიუღებელია მედიისთვის მითითება თუ რა არის ობიექტური ინფორმაცია და რა – არა, ამგვარი ქმედება არ შედის სასამართლოს კომპეტენციაში და ეწინააღმდეგება სიტყვისა და მედიის თავისუფლების ფუნდამენტურ პრინციპს. სასამართლოს მხრიდან მედიასაშუალების შინაარსში ჩარევის მცდელობა, სამომავლოდ საფრთხის შემცველი შეიძლება გახდეს მედიის შეზღუდვის კუთხით.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო მიიჩნევს, რომ „რუსთავი 2 -ის“ ჟურნალისტებს დაუბრკოლებლად უნდა მიეცეთ მუშაობის საშუალება და მათი სარედაქციო დამოუკიდებლობა გარანტირებული უნდა იყოს ხელისუფლების ყველა შტოს მიერ.