ახალი ამბები

აშშ-ის ელჩი – რუსთავი 2-ის მმართველობის შეცვლის მცდელობას საფუძვლიანი პოლიტიკური შინაარსი აქვს

 იან კელის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ სააპელაციო პროცესამდე არხის მმართველობის შეცვლის მცდელობას საფუძვლიანი პოლიტიკური შინაარსი აქვს და დემოკრატიულ საზოგადოებაში კრიტიკული აზრს ხელი უნდა შეეწყოს და არა მიჩუმდეს.
“ჩვენ ვაგრძელებთ საქართველოს ევრო-ატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერას. მოვუწოდებთ მთავრობას, დაიცვას მედიის თავისუფლებისა და პოლიტიკური პლურალიზმის პრინციპები, რაც ამ მისწრაფებათა განუყოფელი ნაწილია. ამავე დროს, მოვუწოდებთ ყველა მხარეს, თავი შეიკავოს ძალადობისაგან და ხელი შეუწყოს დიალოგის გზით ვითარების მშვიდობიან მოგვარებას”, -ნათქვამია იან კელის განცხადებაში, რომელიც აშშ-ის საელჩოს ოფიციალურ “ფეისბუქ” გვერდზე გავრცელდა. 
არასამთავრობო სექტორიც კრიტიკულად აფასებს მოსამართლე თამაზ ურთმელიძის გადაწყვეტილებას. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე ანა ნაცვლიშვილი აღნიშნავს, რომ მგანჩინების ერთადერთი მიზანი იყო რუსთავი 2-ის სარედაქციო პოლიტიკის შეცვლა. 
თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინებით, რომელიც მოსამართლე თამაზ ურთმელიძემ 5 ნოემბერს გვიან ღამით გამოაქვეყნა, რუსთავი 2-ის გენერალურ დირექტორს ნიკა გვარამიას და ფინანსურ დირექტორს კახა დამენიას უფლებამოსილება შეუჩერდა. მოსამართლის გადაწყვეტილებით, სამაუწყებლო კომპანიის დროებით მმართველებად დავით დვალი და რევაზ საყევარიშვილი დაინიშნენ.