ახალი ამბები

თელავში ,,ერეკლეობის” დღესასწაულისთვის ემზადებიან

,,ღონისძიების გამართვის ტრადიცია ჯერ კიდევ გასულ საუკუნეში დაფუძნდა. თუმცა, მას შემდეგ, რაც თელავი თვითმმართველი ქალაქი გახდა, ტრადიციად იქცა რამდენიმე დღიანი აქტივობების გამართვა. 7 ნოემბერს აღინიშნება მეფის დაბადების დღე, ამიტომ ჩვენი ღონისძიებები ამ დღისით დასრულდება გალა-კონცერტითა და საზეიმო ფოიერვერკით. პატარა კახი ჩვენი საყვარელი მეფეა, გვაქვს დიდი სიამაყისა და პასუხისმგებლობის გრძნობა მისი ხსოვნის ღირსეულად აღნიშვნის წინაშე”, – აცხადებს knews.ge-ს თან ფიქრია ყუშიტაშვილი.
მისივე ინფორმაციით, წლევანდელ დღესასწაულზე თელავში ელოდებიან ბევრ სტუმარს, როგორც ადგილობრივ, ასევე უცხოელ ტურისტებს და წარმომადგენლებს დამეგობრებული ქალაქებიდან. 7 ნოემბრის ღონისძიებები თელავში 10:00 საათიდან დაიწყება და 20:00 საათზე ფოიერვერკით დასრულდება.