ახალი ამბები

გურჯაანში 9 წლის მოზარდს თანატოლმა სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა

ადგილობრივების ინფორმაციით, შემთხვევა იმ დროს მოხდა, როცა თანაკლასელები იარაღით თამაშობდნენ. მათი თქმით, მოზარდს იარაღი შემთხვევით გაუვარდა და თანაკლასელს ჭრილობა მუცლის არეში მიაყენა. ექიმებმა ბავშვის გადარჩენა ვერ მოახერხეს.
შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცავებმა მომხდარ ფაქტზე მოკვლევა უკვე დაიწყეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.