ახალი ამბები

“თავისუფალი დემოკრატების” ახმეტის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე ოთარ კვირიკაშვილი გახდა

კვირიკაშვილი კოალიცია “ქართული ოცნების” წევრი იყო. მისი განცხადებით, პარტია “თავისუფალი დემოკრატები” არის ორგანიზაცია, რომელთანაც აქვს სრული თანხვედრა როგორც საშინაო, ისე საგარეო პოლიტიკის მიმართულებით. 
“ახმეტის მუნიციპალიტეტში წლიდან წლამდე მდგომარეობა სულ უფრო და უფრო უარესობისკენ მიდის. თვითმმართველობას არ გააჩნია არანაირი კონკრეტული გეგმა რაიონის თუნდაც მოკლევადიანი განვითარებისათვის და ხედვა იმისა, თუ რა როლი უნდა ჰქონდეს ახმეტას ერთიან ეროვნულ კონტექსტში.
სწორედ ამის და კიდევ ბევრი სხვა პრობლემის გამო გადავდგი ეს ნაბიჯი და ჩემს მეგობრებთან და თანამოაზრეებთან ერთად ვერთვები ადგილობრივ პოლიტიკურ პროცესებში. ვთვლი რომ ეს არის პარტია, რომელიც არ ქადაგებს სიძულვილის ენას. ორგანიაციას ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანის და საზოგადოებაში ნდობის აღდგენის კონკრეტული გეგმა გააჩნია. აქედან გამომდინარე ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ერთი მხრივ მოვახდინოთ პრობლემების იდენტიფიცირება და ვიყოთ პროგრესზე ორიენტირებულები და მეორე მხრივ ავაშენოთ ძლიერი ორგანიზაცია, რომლის მთავარი მიზანი მოკლევადიან პერიოდში იქნება მომავალ საპარლამენტო არჩევნებში გამრჯვება და 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე ღირსეული გუნდით წარდგენა”, – განუცხადა knews.ge-ს ოთარ კვირიკაშვილმა. 
ყოფილ ხელმძღვანელი ნუკრი ღუბიანური კი რჩება “თავისუფალი დემოკრატების” ახმეტის რაიონული ორგანიზაციის გამგეობასა და საკრებულოს წევრად.
2012 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ოთარ კვირიკაშვილი კოალიცია „ქართული ოცნების“ წევრი იყო. 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის კი კვრიკაშვილი ოპოზიციაში გადავიდადა და მხარს უჭერდა „ნინო ბურჯანაძე – ერთიანი ოპოზიციის“ ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგებლობის კანდიდატს ზურაბ ფილაშვილს, რომლის საარჩევნო შტაბის წარმომადგენელიც იყო.