ახალი ამბები

ირმა ინაშვილი – დღევანდელი ხელისუფლება გახდა მიშა 2

ინაშვილის მტკიცებით, მე-13, 29-ე,39-ე, 41-ე, 45-ე და 48-ე უბნებზე არჩევნები გაყალბდა. „ვიცი რაოდენ აღელვებულია ჩვენი საზოგადოების დიდი ნაწილი, ყველა ის ადამიანი, ვინც აკვირდებოდა ამ არჩევნებს და დარწმუნებულია იმაში, რომ ირმა ინაშვილმა გაიმარჯვა ამ არჩევნებში. მინდა მივმართო მათ, ვისთვისაც ქართული დემოკრატიის გადარჩენა და ჩვენი სამშობლოს მომავალი არის განსაკუთრებული ფასეულობა. ჩვენ ყველა იმ დარღვევას, გაყალებებულ ოქმებს- გავაპროტესტებთ, მივმართავთ სასამართლოს და რამდენიმე გზით ვიმოქმედებთ. საგარეჯოს რაიონში მთელი რიგი უბნები დაფიქსირდა, სადაც ვერ დაბალანსდა ოქმები. მე-13, 29-ე,39-ე, 41-ე, 45-ე და 48-ე უბნებზე გაყალბებას ჰქონდა ადგილი და ამ დრომდე ვერ დაჯამდა ამ უბნებზე ოქმები. ხელისუფლება გახდა მიშა 2″, – განაცხადა ინაშვილმა. 
ცესკოს წინასწარი შედეგებით, კოალიცია “ქართული ოცნებიდან” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა თამარ ხიდაშელმა ირმა ინაშვილს, რომელიც კენჭს იყრიდან პატრიოტთა ალიანსიდან, არჩევნები 559 ხმით მოუგო. 49+1 უბნის მონაცემებით, ხიდაშელს მხარი დაუჭირა 7540-მა ამომრჩეველმა, რაც 49.5 %-ს შეადგენს. ამომრჩეველთა 45,83 %-მა (6981 ხმა) კი საკუთარი არჩევანი ირმა ინაშვილზე შეაჩერა.