ახალი ამბები

თამარ ხიდაშელის ქმარს ფიზიკურ შეურაცხყოფაში ადანაშაულებენ

 გასვიანის ადვოკატმა ნონა ფილაურმა knews.ge-ს განუცხადა, რომ ცემის ორგანიზატორი სახელისუფლო მაჟორიტარი დეპურტატობის კანდიდატის, თამარ ხიდაშელის მეუღლე, გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილე, ბესარიონ აბაშიძეა.

„ცემაში მონაწილეობას იღებდნენ პოლიციელები, მოჭიდავეები და თამარ ხიდაშელის ქმარი. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს მოუწყეს პროვოკაცია.  ნაცემია და თავის არეში მიყენებული აქვს დაზიანებები. ამ წუთებში გასვიანი გადაჰყავთ თბილისის საავადმყოფოში, სადაც ჩაუტარდება გამოკვლევა და ექსპერტიზა. მივმართავთ პროკურატურას, რათა დროულად გამოიძიოს აღნიშნული ქმედებები.“ , – აცხადებს ადვოკატი. 

knews.ge ხიდაშელის საარჩევნო შტაბს ინფორმაციის გადამოწმებისთვის დაუკავშირდა, თუმცა ამ დრომდე ამ საკითხზე კომენტარი არ გაკეთებულა. 

შეგახსენებთ, რომ რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარე ხათუნა სამნიძემ რამდენიმე საათის წინ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ გასვიანი შეგნებულად პროვოცირებდა: „დადის საარჩევნო უბანზე და დეპუტატობის კანდიდატს აგინებს“,- განაცხადა სამნიძემ.