ახალი ამბები

გიორგიწმინდას #20 საარჩევნო უბანზე ფიზიკური დაპირისპირება მოხდა

ირმა ინაშვილის განცხადებით, საარჩევნო უბანზე მისული იყო გამგებლის წარმომადგენელი სოფელში გიორგი ჭიაბერაშვილი. უბანზე დაპირისპირება მის გამოჩენას მოჰყვა.
,,საარჩევნო უბნების წინ დგას მუნიციპალიტეტს გამგებელი ან მისი თანამშრომელი და ეწევიან აგიტაცია-პროპაგანდას. ეს, კანონით აკრძალული არ არის, თუმცა ეს არის ამომრჩეველზე ზეწოლა. მოვუწოდებ ხელისუფლებას, რომ დატოვონ საარჩევნო უბნები გამგებლებმა და მისმა წარმომადგენლებმა. ხალხს უნდა მისცენ თავისუფალი ნების გამოხატვის საშუალება,“– აცხადებს knews.ge-სთან ირმა ინაშვილი. 
ამ დროისათვი ინცინდეტი ამოწურულია, თუმცა ვრცელდება ინფორმაცია, რომ პოლიციამ გიორგი ჭიაბერაშვილი დაკითხვაზე წაიყვანა.