ახალი ამბები

საგარეჯოს #2 უბანზე ამომრჩევლის კონტროლის ფაქტი დაფიქსირდა

არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ადვოკატთა და იურისტთა საერთაშორისო ობსერვატორიის“ წარმომადგენლის, გრიგოლ გაგნიძეს ინფორმაციით, საარჩევნო უბნის ტერიტორიაზე რამდენიმე ადამიანს ხელში ეკავა სია და ისინი აწარმოებდნენ ამომრჩევლის აღრიცხვას.
,,#2 უბანზე შესასვლელთან იდგა რამდენიმე მოქალაქე, მათ ხელში ეკავათ ფურცლები, სიები და ინიშნავდნენ, ვინ მივიდა ხმის მისაცემად უბანზე. როდესაც მივედი და ვუთხარი, რომ ეს იყო ამომრჩევლის კონტროლი და მასზე ირიბ ზეწოლას ახდენდნენ, მათ მითხრეს, რომ ეკავათ ფურცლები და არა სია. ჩვენი საუბრის შემდეგ ამ ადამიანებმა დატოვეს საარჩევნო უბნის ტერიტორია”, – განუცხადა knews.ge-ს გრიგოლ გაგნიძემ.
knews.ge-სა და ,,კახეთის ხმის” ჟურნალისტები აშუქებენ საარჩევნო პროცესს და უახლეს ინფორმაციას ოპერატიულად შემოგთავაზებთ.