ახალი ამბები

საგარეჯოში შუალედურ არჩევნებს სახალხო დამცველის აპარატი აკვირდება

„თავისუფალი არჩევნების ჩატარება დემოკრატიის რეალიზების უმთავრესი პირობაა. მოქალაქეების მიერ საკუთარი ქვეყნის მომავლის განსაზღვრა თანასწორი და ყოველგვარი ზეწოლისაგან თავისუფალი არჩევნების მეშვეობით მიიღწევა. მიუხედავად იმისა, რომ სახალხო დამცველს არ გააჩნია შესაბამისი მანდატი უშუალოდ საარჩევნო უბნებზე დააკვირდეს ხმის მიცემისა და საარჩევნო უფლების რეალიზაციის პროცესს, სახალხო დამცველის აპარატი მონიტორინგს გაუწევს არჩევნების პროცესში ადამიანის სავარაუდო უფლებადარღვევის ფაქტებს, რასაც სათანადო შესწავლის შემდეგ შესაბამისი რეაგირება მოყვება”, _ ნათქვამია სახალხო დამცველის აპარატის მიერ გავრცელებულ ოფიციალურ განცხადებაში. 
საგარეჯოში პარლამენტის შუალედური არჩევნები მიმდინარეობს. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ყველა საარჩევნო უბანი დილის 8 საათზე გაიხსნა და ხმის მიცემის პროცესი მშვიდ გარემოში მიმდინარეობსლ. ცესკოში არჩევნებისათვის დარეგისტრირდა ხუთი კანდიდატი: № 8 ირმა ინაშვილი – „დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი − საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“’ № 41 თამარ ხიდაშელი – ბლოკი „ქართული ოცნება“; № 42 ზურაბ ჯორბენაძე – საინიციატივო ჯგუფი; № 43 მიხეილ ანდღულაძე – საინიციატივო ჯგუფი; № 44 გიორგი დავითაია – საინიციატივო ჯგუფი.