ახალი ამბები

თამარ ხიდაშელი – გომბორის სოფლების მთის სტატუსის მინიჭებაზე ვიზრუნებ

ხიდაშელს სოფლებში სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებაც აქვს დაგეგმილი.

,,დიდი სურვილი მაქვს, გომბორის ზონის პრობლემა მოვაგვარო, რადგან სოფლები მდებარეობს ზღვის დონიდან 900 მეტრზე მაღლა. მინდა, რომ მას მთის სტატუსი მიენიჭოს, რათა იქ მაცხოვრებლებმა ადამიანებმა ისარგებლონ კანონმ­დებლობით გათვალისწინებული შეღავათებით. გარდა ამისა, სოფელ პატარძეულს და მის ახლომდებარე სოფლებს აქვთ ნაგვის გატანის პრობლემა. დეპუტატობის პირველსავე დღეებში ეს სოფლები უზრუნველყოფილნი იქნებიან ნაგვის ურნებით. ასევე, სოფელ ხაშმში იგეგმება სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაცია და უნდა ვუზრუნველყოთ, რომ ეს პროექტი წარმატებით განხორციელდეს. გარდა ამისა, სხვა სოფლებშიც იგეგმება სხვადასხვა სახის პროექტების განხორციელება. ვთვლი, რომ გამარჯვების დიდი შანსი მაქვს. ყველას ვპირდები, რომ ვიქნები ერთ-ერთი აქტიური მაჟორიტარი, რომელსაც ძალიან ხშირი შეხვედრები ექნება მოსახლეობასთან,’’– განუცხადა knews.ge-ს თამარ ხიდაშელმა.