ახალი ამბები

თამარ ხიდაშელი ირმა ინაშვილს სიცრუის ტირაჟირებაში ადანაშაულებს

ხიდაშელის თქმიით, წინასაარჩევნო კამპანიის დროს მისი კონკურენტი პოლიტიკური ქულების დასაწერად იყენებდა საკუთარ ტელევიზიას. მისივე შეფასებით, ეს ფაქტორი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს არათანაბარ პირობებში აყენებთ.
,,ჩემმა ოპონენტმა ძალიან ბევრი ტყუილი თქვა და გამოიყენა წინასაარჩევნო პერიოდში, რაც ძალიან სამწუხაროა. მას ჰქონდა უპრეცენდენტოდ თავისუფალი გარემო, რომ წინასაარჩევნო კამპანია ეწარმოებინა. მისთვის არავის შეუქმნია პრობლემა და საშუალება ჰქონდა თავისი ტელევიზია ამისთვის გამოეყენებინა, მე, რა თქმა უნდა, ეს შესაძლებლობა არ მქონდა. ის მუდმივად თავისი ტელევიზიის საშუალებით ,,რესპუბლიკური პარტიის’’, ,,ქართული ოცნების’’ და ჩემი ლანძღვა-გინებით არის დაკავებული. ეს არათანაბარ პირობებში გვაყენებს ჩვენ. მისი თქმით, მე ადმინისტრაციული რესურსი გამოვიყენე, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. ჩვენ გამოვიყენეთ პოლიტიკური რესურსი, ვინაიდან მე ვარ სახელისუფლებო კოალიციის წარმომადგენელი და ჩვეულებრივი მომენტია, რომ კოალიციის წარმომადგენლები ცდილობენ თავისმა კანდიდატმა გაიმარჯვოს. ეს საარჩევნო კოდექსში არსებული გამონაკლისია, რომელიც მათ ამის უფლებას აძლევთ. შესაბამისად კანონის არცერთი მოთხოვნა არ დარღვეულა’’,-განუცხადა ხიდაშელმა knews.ge-ს.