ახალი ამბები

“კახეთში ყურძნის რეალიზაციის შედეგად მოსახლეობის შემოსავალმა 100 მლნ ლარს გადააჭარბა”

მინისტრის განცხადებით, ყურძნის რეალიზაციის შედეგად მოსახლეობის შემოსავალმა 100 მლნ ლარს გადააჭარბა, ხოლო ღვინის საწარმოებში ყურძენი კი 18 ათასზე მეტმა მევენახემ ჩააბარა.
დანელიას ინფორმაციით, 27 ოქტომბრის მონაცემებით, კახეთსა და რაჭა-ლეჩხუმის რეგიონებში 143 ათას ტონაზე მეტი ყურძენია გადამუშავებული. 
,,კახეთის რეგიონში რთველი ფაქტობრივად დასრულდა და შტაბიც დაიხურა. წელს, პრაქტიკულად, ყურძნის ჩაბარებისა და გადამუშავების ისტორიული მაქსიმუმი დაფიქსირდა. დღეის მონაცემებით, კახეთის რეგიონში გადამუშავებულია 141,6 ათას ტონამდე ყურძენი. მოსავლის რეალიზაციის შედეგად მიღებულმა შემოსავლებმა 100 მლნ ლარს მიაღწია. გადამუშავებულია: რქაწითელი 78,4 ათასი ტონა, საფერავი – 45,1 ათასი ტონა, კახური მწვანე – 3,03 ათასი ტონა და 15 ათას ტონაზე მეტი სხვა ჯიშის ყურძენი“, – განაცხადა ოთარ დანელიამ.