ახალი ამბები

ლაგოდეხში ხიდიდან მაღალი გამავლობის მანქანა გადავარდა

Knews.ge-ს შსს-ში განუცხადეს, რომ ავტომანქანის მძღოლი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ლაგოდეხის “არქიმედეს კლინიკაში” გადაიყვანა და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ავტომანქანა საქართველოდან აზერბაიჯანის მიმართულებით მიდიოდა და სხვადასხვა სახის საქონელი გადაჰქონდა. სამართალდამცავებმა შემთხვევის შესახებ უკვე აცნობეს ტვირთის მფლობელ კომპანიას თურქეთში. ავტოსაგზაო შემთხვევის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. 
შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რომელმაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება.