ახალი ამბები

თელავში მომხდარ ავტოავარიას 20 წლის ახალგაზრდა ემსხვერპლა

შემთხვევა დღეს, საღამოს, 7 საათზე მოხდა. knews.ge-ს ინფორმაციით, მანქანა მოცურდა და ხეს შეეჯახა. იობაშვილი ადგილზევე გარდაიცვალა, ხოლო 2 დაშავებული ამირან კოზმანაშვილი და ზაურ ხმალაძე თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ზაურ ხმალაძის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქება, ხოლო ამირან კოზმანაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. 
შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება დაიწყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით , რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რომელმაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.