ახალი ამბები

კახეთში ნატოს კვირეულის დღეები გაიმართება

ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, 27 ოქტომბერს, 12:00 საათზე, თელავის უნივერსიტეტში სტუდენტებს შეხვდებიან ცენტრის დირექტორის მოადგილე თამარ მედულაშვილი; საქართველოს ყოფილი ელჩი ნატოში ლევან დოლიძე და საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე დავით ზალკალიანი. 
სასაუბრო თემეტიკა მოიცავს ისეთ საკითხებს როგორიც არის – საქართველოს ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ ინტეგრაციასთან დაკავშირებული მითები და რეალობები. ასევე, ნატო და საქართველოს ნატოში ინტეგრაციის პროცესის შესახებ თემებს.
მომდევნო შეხვედრა ჟურნალისტებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისათვის გაიმართება 28 ოქტომბერს, ყვარელში, სასტუმრო ,,როიალ ბატონში“. თელავში, 30 ოქტომბერს, ჩატარდება დასუფთავების აქცია. რაც შეეხება მომდევნო დღეებს, 31 ოქტომბერს, თელავში იგეგმება მოხალისეთა მარათონის, „ნატოს თასი“, ჩატარება. თელავში, 1 ნოემბერს, გაიმართება ინტელექტუალური თამაში რა? სად? როდის? შეკითხვები დასმული იქნება ნატოს თემატიკის შესახებ. აღნიშნული ღონისძიება ჩატარდება ქალაქ თელავის #7 საჯარო სკოლაში.
ნატოს კვირეულის ღონისძიებებს კახეთში დაასრულებს სამინისტროს ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხთა კოორდინაციის დეპარტამენტის უფროსი ნატა ქორიძე, რომელიც თესაუში 6 ნოემბერს, 13 საათზე, სტუდენტებსა და ახალგაზრდული საკრებულოების წარმომადგენლებს შეხვდება.