ახალი ამბები

თესაუში მოსწავლეებს ინგლისურ ენას უფასოდ შეასწავლიან

ინგლისურ ენას თესაუს უცხო ენებისა და ლიტერატურის დეპარტამენტის წარმომადგენელი და ფულბრაიტის პროგრამის მონაწილე შეასწავლიან. ისინი, უკვე შეხვდნენ საჯარო სკოლების უფროსკლასელებს. გასაუბრების საფუძველზე დაკომპელქტა პირველი სასწავლო ჯგუფებიც.
უცხო ენის კურსი მიზნად ისახავს სკოლის მოსწავლეებში ინგლისური ენა წერის უნარ-ჩვევების ამაღლება-განვითარებას, რაც მათ ეროვნულ გამოცდებზე უცხო ენის წარმატებით ჩაბარებაში დაეხმარებათ. მომდევნო სასწავლო კურსი 2016 წლის თებერვალში დაიწყება, რათა ინგლისური ენის შესწავლის შესაძლებლობა სხვა მსურველებსაც მიეცეთ