ახალი ამბები

სოფელ ვანთაში ახალი ტრანსფორმატორი დაიდგა

სოფლის მოსახლეობა ამბობს, რომ დაზიანებული ჯიხურის პრობლემა მათ წლების განმავლობაში აწუხებდათ. ადგილობრივების განცხადებით, ელექტროენერგია ხშირად ითიშებოდა და ძაბვის ცვალებადობის გამო სხვადასხვა სახის ტექნიკა უფუჭდებოდათ. 

თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობაში აცხადებენ, რომ სოფელში ახალი ჯიხურის ასაშენებლად სს ,,კახეთის ენერგოდისტრიბუციამ” 10 000 ლარი გამოყო. გამგეობის პრესსპიკერის, ანა ჩაკვეტაძის თქმით, ახალი ტრანსფორმატორის დამონტაჟების შემდეგ ელექტროენერგიის უნებართვო გამოყენება მაქსიმალურად შემცირდება.

,,ახალი ტრანსფორმატორი გამანაწილებელ ქსელს მიუერთდა იზოლირებული სადენებით, რაც ლოკალურ ქსელში ავარიული გამორთვების, ტექნიკური დაზიანებებისა და ელექტროენერგიის დატაცების ალბათობას მინიმუმანდე დაიყვანს. ასევე დაგეგმილია, რომ სოფელს დაემატება ახალი ჭაბურღილი, რომელიც მძლავრ ტრანსფორმატორს საჭიროებს”,– განუცხადა Knews.ge-ს ანა ჩაკვეტაძემ.