ახალი ამბები

კახეთში ამ დროისთვის 19 ათას ტონამდე ყურძენი გადამუშავდა

,,რთველი კახეთის რეგიონის თითქმის ყველა რაიონში მიმდინარეობს. კახეთში ყურძნის გადამუშავების პროცესში ჩართულია 45 ღვინის მწარმოებელი კომპანია, მათ შორის, 11 სახელმწიფოს მიერ დაქირავებული ღვინის საწარმო. ყურძნის გადასამუშავებლად მზადყოფნის მიზნით, ამ დროისთვის რთველის საკოორდინაციო შტაბში სულ დერეგისტრირებულია 100-ზე მეტი ღვინის კომპანია”, – აცხადებენ ღვინის ეროვნულ სააგენტოში.