იდეოლოგიათა დაპირისპირება საგარეჯოში – ვინ გახდება მაჟორიტარი დეპუტატი?

შუალედური არჩევნებისთვის ცესკოში ნაციონალური მოძრაო­ბაც დარეგისტრირდა, თუმცა ყო­ფილ სახელისუფლებო პარტიას კანდიდატი არ ეყოლება და მხო­ლოდ უფასო სარეკლამო დროით ისარგებლებს. პროფესიით იურისტი თამარ ხიდაშელი დიდი ბრიტანეთის მთა­ვრობის დაფინანსებით ინგლისში 2005-2006 წლებში სწავლობდა. მას, არასამთავრობო ორგანიზა­ციებში მუშაობის გამოცდილება აქვს. კოალიცია “ქართული ოცნე­ბის” კანდიდატის განცხადებით, სოროსის ფონდის ხელშეწყობით არაერთ პროექტის გამხორციე­ლებაში მონაწილეობდა.
საქართველოს პატრიოტთა ალიანსის ლიდერი ირმა ინაშვილი მედია კავშირ „ობიექტივის“ ხელ­მძღვანელი იყო. 2012 წელს მან პარტია ,,პატრიოტთა ალიანსი” დაარსა . 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ირმა ინაშვილი ქალაქ თბილისის მერობის კანდიდატი აღნიშნული პოლიტიკური ძალიდან იყო.

მმართველი კოალიციისა და საქართველოს პატრიოტთა ალიანსის განსხვავებული პო­ლიტიკური ორიენტაცია
„იდეოლოგიათა ჭიდილი“,- ასე შეაფასა პარლამენტის თავმჯდო­მარემ დავით უსუფაშვილმა სა­გარეჯოში მოსალოდნელი საპარ­ლამენტო შუალედური არჩევნები. პატრიოტთა ალიანსის პოლი­ტიკურ იდეოლოგიას მმართველი კოალიციიდან დაუპირისპირდება თამარ ხიდაშელი, რომელმაც გა­დაწყვეტილება ორიოდე კვირის წინ მიიღო. სახელისუფლებო კოალიციის კანდიდატი იზიარებს თანაპარ­ტიელის დავით უსუფაშვილის პოზიციას და აცხადებს, რომ მას უპირისპირდება განსხვა­ვებულ პოლიტიკურ პოლუსზე მყოფი ირმა ინაშვილი. ხიდაშე­ლის განმარტებით, კოალიციის პოლიტიკური ორიენტაცია და იდეოლოგია პროდასავლურია, რომელიც ითვალისწინებს ევრო­პასთან მჭიდრო ურთიერთიბებს, ევროატლანტიკურ სტრუქტურე­ბში ქვეყნის გაწევრიანებას. მმართველი პარტიის კანდი­დატის შეფასებით, სწორად გა­გებული პროდასავლური კურ­სი არ გულისხმობს დასავლური სახელმწიფოების ინტერესებში გატარებულ საგარეო პოლიტიკას. ეს უპირველეს ყოვლისა არის საზოგადოებრივი ინსტიტუტების იმგვარად მოწყობა, რომ ეს უკა­ნასკნელნი ინდივიდის, მოქალაქის სამსახურში იდგნენ და არა პირი­ქით. ხიდაშელი უალტერნატოვო კანდიდატად მიიჩნევს თავს და არჩევნებში დამარცხებას გამო­რიცხავს.
„კოალიციის საგარეო პოლი­ტიკური ვექტორი არის ძალიან ნა­თელი. ეს არის ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია. ჩვენ გვაქვს ძალიან მკვეთრი გზავნილი. ამ კურსიდან გადახვევა არ მომხდა­რა. რაც შეეხება ჩემი კონკურენტის პოლიტიკურ ორიენტაციას. ეს არის მერყევი და მიდგომა ასეთია: მოდი დავიცადოთ, შევხედოთ და ა.შ. მე ამას ვუწოდებ ნაციონა­ლისტურ პოლიტიკას. ის არის გაურკვეველი, ჩამოუყალიბებლი ვექტორთან დაკავშირებით. ეს იგუ­ლისხმება იდეოლოგიების ბრძოლა­ში“, – აცხადებს ხიდაშელი გაზეთ „კახეთის ხმასთან“ საუბრისას.
საქართველოს პატრიოტთა ალიანსის ლიდერი ირმა ინაშვი­ლიც თანხმდება იმ აზრზე, რომ განსხვავებული პოლიტიკური ორიენტაციის ძალები დაუპირის­პირდებიან ერთმანეთს არჩევნებ­ზე. ინაშვილის განმარტებით, მისი საგარეო პოლიტიკური ვექტორი დასავლურ ღირებულებებთან წინააღმდეგობაში არ მოდის. საქართველოს პატრიოტთა ალიანსის ლიდერის შეფასებით, მმართველი გუნდი დასავლური ღირებულებებში გულისხმობს აშშ-ის სრულ მორჩილებას. მის­თვის კი პროდასავლური კურსი ქვეყნის რეალური თავისუფლებით განისაზღვრება.
“ჩემი ვექტორი და კომპასიც საქართველოა. სწორედაც რომ გარკვეული ვარ ჩემს გეზსა და ვექტორში. საქართველოს ვხედავ არა როგორც რუსეთის ერთ- ერთ გუბერნიას, ან შეერთებული შტა­ტების ერთ- ერთ შტატს, არამედ როგორც რეალურად დამოუკიდე­ბელ ქვეყანად. ამ გზაზე ვისაუბრე­ბთ ყველა სახელმწიფოსთან, მაგრამ დიალოგის ამოსავალი წერტილი იქნება საქართველოს ინტერესი. საქართველო უნდა იქცეს დიდი შეთანხმებების ცენტრად, აქ უნდა დასრულდეს ამერიკა- რუსეთის ინტერესების ჭიდილი, უნდა გაი­მარჯვოს საქართველოს ინტერესმა დასავლურ კურსში და დასავლურ ფასეულობებში არ იგულისხმება შენი ეროვნული ინტერესების იგ­ნორირება და სხვა ქვეყნებისადმი დამონება”, – განმარტავს ინაშ­ვილი.

მაჟორიტარი დეპუტატების საარჩევნო გზავნილები
„ქართული ოცნების“ კანდიდატი ამბობს, რომ საგარეჯო ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლე­ბით არის დასახლებული, ამიტომ მათ ინტეგრაციაზე ზრუნვა და ადამიანის უფლებების დაცვა მისი ერთჶერთი მთავარი პრიო­რიტეტია.
თამარ ხიდაშელი ამჟამინდელი თავდაცვის მინისტრის, თინათინ ხიდაშელის თავისი წინამორბე­დის, წინასაარჩევნო დაპირებების ბოლომდე მიყვანის პირობას დებს.
მმართველი პარტიის დეპუტა­ტობის კანდიდატი საგარეჯოში ქალთა საკონსულტაციო ცენტრის დაფუძნებასაც გეგმავს.
„როდესაც ვსაუბრობ თინა ხი­დაშელის დაპირებების ბოლომდე მიყვანაზე, მხედველობაში მაქვს ხელისუფლების წინასაარჩევნო დაპირებები. თინა ხიდაშელს ჰქონ­და ბევრი დაპირება, რომელიც დემოკრატიული ინსტიტუტების მშნებლობას უკავშირდებოდა. ჩემი დაპირება ძალიან კონკრეტულია. მე ვიქნები ყველა საგარეჯოელის უფლებების დამცველი პარლა­მენტში. ასევე ქალთა უფლებების დაცვა იქნება ჩემი ერთ-ერთი ყვე­ლაზე პრიორიტეტული საკითხი.
ქალების პრობლემატიკა აქ­ტუალურია და მაშინ, როდესაც ქალი განეკუთვნება ეროვნულ უმცირესობას, ეს პრობლემები ორმაგდება. ძალიან დიდი სურვილი მაქვს ჩამოვაყალიბო საკონსულ­ტაციო ცენტრი ქალებისათვის, რომლებიც განიცდიან ძალადობას. ეს არის ერთჶერთი კონკრეტული პროექტი, რომელზეც ვფიქრობ, თუმცა ამისთვის აუცილებელია რესურსების მოძიება. მე, ასევე, შე­ვისწავლი ხანუმ ჯეირანოვას თვით­მკვლელობის საქმის დეტალებს და ჩემი კომპეტენციის ფარგლებში ვითანამშრომლებ გამოძიებასთან “, – განმარტავს ხიდაშელი.
სახელისუფლებო კანდიდატი ირმა ინაშვილის ერთჶერთი მთა­ვარი პრიორიტეტული ამოცანა ადამიანის და, მათ შორის, ერო­ვნული უმცირესობების უფლებე­ბის დაცვა იქნება.
ინაშვილი ამბობს, რომ იქნება თითოეული საგარეჯოელის ხმა ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში. ის საარჩევნო პრო­გრამას მოსახლეობასთან ერთად წერს და ამავე დროს ხმამაღალ დაპირებებს არ გასცემს.
ინაშვილის საარჩევო შტაბი საგარეჯოს ყველა სოფელში ქმნის სათათბიროებს, დეპუტატის სა­კონსულტაციო საბჭოებს, სადაც ადგილობრივები გაწევრიანდებიან და მათთვის პრიორიტეტულ სა­კითხებს თავად ჩამოაყალიბებენ.
„საგარეჯოში მივდივარ იმიტომ რომ ხალხს დაუბრუნდეს იმედი. მე საგარეჯოს სოფლებში ვხედავ სასოწარკვეთილ უიმედო ადამია­ნებს, რომლებიც ამბობენ, რომ აღა­რავის აღარ სჯერათ. მინდა ვუთხრა ყველა მათგანს, რომ მათთან ერთად ხელიხელჩაკიდებულებს შეგვიძლია გავაკეთოთ პატარ-პატარა საქმეე­ბი. მე არ მექნება მყვირალა ლო­ზუნგები და არ ვაპირებ დროშებით სირბილს. მინდა, რომ ეს კამპანია იყოს ძალიან მოკრძალებული.
მე საგარეჯოში მოვდივარ საგა­რეჯოელების დასახმარებლად და მათ გვერდით რომ ვიყო. პარლა­მენტში ვიქნები ქართველების და საქართველოში მცხოვრები ჩვენი თანამემამულეების -აზერბაიჯანე­ლების, უკრაინელების, ბერძნების, რუსების და სხვა ეროვნების წარმო­მადგენლების ხმა“, – აცხადებს გა­ზეთ „კახეთის ხმასთან“ საუბრისას ირმა ინაშვილი.
პატრიოტთა ალიანსის დეპუ­ტატობის კანდიდატიც გამარჯვე­ბაში დარწმუნებულია და ამბობს, რომ მზადაა ხელისუფლებასთან კონსტრუქციული ურთიერთო­ბით იზრუნოს ადგილობრივი მო­სახლეობის ყოფითი პრობლემების გადასაჭრელად, თუმცა თვითმ­მართველობის კომპეტენციაში არ ჩაერევა. გამარჯვების შემთხვევაში ინაშვილი საგარეჯოში აპირებს ქართული ჟურნალისტიკის სკო­ლისა და საჯარო სკოლის ბაზაზე სასწავლო ტელევიზიის დაარსე­ბასაც გეგმავს:
„საგარეჯოს სოფლებში ეკონო­მიური სიდუხჭირეა. მე ვხედავ, რომ ამ სოფლებისათვის ბიუჯეტიდან გამოიყოფა თანხები, მაგრამ ბევრი საკითხი გადასაწყვეტია. ერთსა და იმავე პროექტზე თანხა რამდენჯერ­მეა გახარჯული. ისეთი სოფლებიც ვნახე, სადაც გამგებელი კარგად მუშაობს. ყოფითი პრობლემების მოგვარება ადგილობრივი თვითმ­მართველობის კომპეტენციაა, მა­გრამ დეპუტატმა ხელისუფლე­ბასთან ერთად უნდა იმუშაოს. მე არ მინდა, რომ დეპუტატი იყოს იზოლირებული ადგილობრივი ხელისუფლებისაგან. ჩვენ ერთად უნდა გადავწყვიტოთ პრობლემები ადგილობრივ დონეზე და საქართვე­ლოს პარლამენტშიც“,  აღნიშნავს საგარეჯოს მაჟორიტარი დეპუტა­ტობის კანდიდატი.
საგარეჯოში საპარლამენტო შუალედურ არჩევნებში მონაწი­ლეობს დამოუკიდბებლი კანდიდა­ტი გიორგი დავითაიაც, რომელსაც საზოგადოება ნაკლებად იცნობს. ამიტომ, არც ინაშვილი და არც ხიდაშელი მას რეალურ კონკუ­რენტად არ აღიქვამენ.
პარლამენტის შუალედურ არ­ჩევნებში მონაწილეობის მიზნით ცესკოში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ დარეგისტრირდა. ყოფილი მმართველი პარტია აქამდე შუალედურ არჩევნებს ბოიკოტს უცხადებდა.
ნაციონალურ მოძრაობაში არ­ჩევნებში მონაწილეობას უფასო სარეკლამო დროით სარგებლო­ბით ხსნიან და ამბობენ, რომ მა­ჟორიტარი დეპუტატობის კანდი­დატი არ ეყოლებათ. 31 ოქტომბერს გაირკვევა რო­მელი პოლიტიკური იდეოლოგიის წარმომადგენელი იქნება საგარე­ჯოელების ხმა პარლამენტში.
არჩევნების ჩატარების აუცი­ლებლობა მას შემდეგ დადგა დღის წესრიგში, რაც „ქართული ოცნე­ბიდან“ საგარეჯოს მაჟორიტარი დეპუტატი თინათინ ხიდაშელი პრემიერმა ღარიბაშვილმა თავ­დაცვის მინისტრად დანიშნა.