კახელი მევენახეები ვაზის გაჩეხვით იმუქრებიან

აქციის მონაწილეებს კახეთის გუბერნატორი ირაკლი შიოლაშვილი შეხვდა. გუბერნატორმა მევენახეებთან შეხვედრისას განაცხადა, რომ სახელმწიფოს მიერ დადგენილი ფასი არ შეიცვლება. შიოლაშვილის თქმით, ყურძენზე ფასს ბაზარი ადგენს.

ფერმერები ადგილზე პრემიერისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ჩასვლას ითხოვენ. ადგილზე, ასევე, იმყოფებიან გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი ღვინიაშვილი და “ნაციონალური მოძრაობის” სხვა წევრები.

რამდენიმე დღეა, რაც სახელმწიფოს მიერ ყურძენზე დაწესებული ფასების გაზრდას კახეთში მცხოვრები მევენახეები აპროტესტებენ. მათ საპროტესტო აქცია გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის ერთხელ უკვე გამართეს.
ყურძენზე ფასის გაზრდის მოთხოვნით ფერმერების მასობრივი გამოსვლები იყო სოფლებში კარდენახსა და სამთაწყაროშიც. მევენახეებმა გადაკეტეს გურჯაანი-თელავი-ლაგოდეხის ავტომაგისატრალიც, რომლის დროსაც ფერმერებსა და პოლიციელებს შორის მოხდა შეხლა-შემოხლა, რომელიც მასობრივ ფიზიკური დაპირისპირებაში გადაიზარდა. ინციდენტის დროს დააკავეს აქციის რამდენიმე მონაწილე. დაპირისპირების დროს პოლიცია რამდენიმე მევენახეს ფიზიკურადაც გაუსწორდა. ფერმერები ხელისუფლებას წინასაარჩევნო დაპირებებს ახსენებენ და ექსპრემიერთან, ბიძინა ივანიშვილთან, სოფლის მეურნეობის მინისტრთან, გუბერნატორთან და კახეთის რეგიონის მაჟორიტარ დეპუტატებთან შეხვედრას ითხოვენ.