ახალი ამბები

მევენახეები გურჯაანის გამგეობის წინ მასშტაბურ აქციას გამართავენ

აქციას კახეთის რეგიონის სხვა მუნიციპალიტეტებში მცხოვრები ფერმერებიც შეუერთდებიან და ყურძნის ფასს მასშტაბური აქციით გააპროტესტებენ. 
მევენახეების განცხადებით, ყურძენზე დღეისთვის არსებული ფასები უნდა გადაიხედოს და სახელმწიფომ საფერავი – 1.50 ლარად, რქაწითელი კი 1 ლარად უნდა ჩაიბაროს. რამდენიმე დღეა, რაც სახელმწიფოს მიერ ყურძენზე დაწესებული ფასების გაზრდას კახეთში მცხოვრები მევენახეები აპროტესტებენ. მათ საპროტესტო აქცია გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის ერთხელ უკვე გამართეს.

ყურძენზე ფასის გაზრდის მოთხოვნით ფერმერების მასობრივი გამოსვლები იყო სოფლებში კარდენახსა და სამთაწყაროშიც. მევენახეებმა გადაკეტეს გურჯაანი-თელავი-ლაგოდეხის ავტომაგისატრალიც, რომლის დროსაც ფერმერებსა და პოლიციელებს შორის მოხდა შეხლა-შემოხლა, რომელიც მასობრივ ფიზიკური დაპირისპირებაში გადაიზარდა.ინციდენტის დროს დააკავეს აქციის რამდენიმე მონაწილე. დაპირისპირების დროს პოლიცია რამდენიმე მევენახეს ფიზიკურადაც გაუსწორდა. ფერმერები ხელისუფლებას წინასაარჩევნო დაპირებებს ახსენებენ და ექსპრემიერთან, ბიძინა ივანიშვილთან, სოფლის მეურნეობის მინისტრთან, გუბერნატორთან და კახეთის რეგიონის მაჟორიტარ დეპუტატებთან შეხვედრას ითხოვენ.