ახალი ამბები

ყვარელში მეუღლის მკვლელობაში ბრალდებული დააკავეს

შსს კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილის, გიორგი კლიმიაშვილის თქმით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა ყვარლის რაიონის სოფელ ახალსოფელში, ურთიერთშელაპარაკებისას, მეუღლეს – 1965 წელს დაბადებულ ლალი თ-ს ცივი იარაღით მრავლობითი ჭრილობები მიაყენა და მიიმალა.დაჭრილი ქალბატონი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.

,,სამართალდამცველებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, შალვა ს. მომხდარიდან რამდენიმე წუთში, სოფელ ახალსოფლის ავტოსადგურში იმ დროს დააკავეს, როდესაც ის მიმალვას ცდილობდა. დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცებად ამოიღეს. დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს. გამოძიება ოჯახში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 11პრიმა-108-ე მუხლით),”- განაცხადა შსს კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილემ გიორგი კლიმიაშვილმა.