ახალი ამბები

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ხუთ სოფელს ენერგომარაგება შეეზღუდება

სს ,,კახეთის ენერგოდისტრიბუციაში” აცხადებენ, რომ ენერგომომარაგების შეზღუდვის მიზეზი “საქართველოს სახელმწიფო ენერგოსისტემის” მიერ ქვესადგურის ძალოვან ტრანსფორმატორზე დაგეგმილი პროფილაქტიკური სამუშაოებია.
უწყების ინფორმაციით, სამუშაოების დასრულებისთანავე ქსელიდან გათიშულ აბონენტებს ელექტროენერგიის მიწოდება აღუდგებათ.