ახალი ამბები

სახელმწიფო დედოფლისწყაროსა და სიღნაღში ჭარბ ყურძენს შეისყიდის

უწყებაში აცხადებენ, რომ დღეისთვის რთველის საკოორდინაციო შტაბში დარეგისტრირებულია 51 ღვინის კომპანია, რომლებიც ყურძნის სიმწიფეში შესვლისთანავე მოსახლეობისგან მოსავლის შესყიდვას დაიწყებენ. 
,,ყურძნის ჩასაბარებელ ფასებთან დაკავშირებით მევენახეების მხრიდან უკმაყოფილება და აქციების გამართვა რთველის შეფერხებისა და ჩაშლის მცდელობის სახეს იღებს. ეს კი ყველაზე მეტად აზარალებს კახელ მევენახეებს. ჩნდება ეჭვი, რომ ეს პროცესი ხელოვნურად არის მართული. კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამთ, რომ კერძო ყურძნის გამყიდველი და მყიდველი თავად თანხმდებიან ყურძნის შესასყიდ რაოდენობაზე, ხარისხსა და ფასზე. სახელმწიფო ფასების რეგულაციაში არ ჩაერევა. ფასს არეგულირებს ბაზარი”, – აცხადებენ ღვინის ეროვნულ სააგენტოში. 
გიორგი სამანიშვილის უწყების ინფორმაციით, რთველის მიმდინარეობასთან დაკავშირებით ამომწურავი ინფორმაცია ყველა დაინტერესებულ პირს შეუძლია მიიღოს ცხელ ხაზზე – 2 47 01 01.