ახალი ამბები

თელავის უნივერსიტეტის პრორექტორად ალექსანდრე მოსიაშვილი დაინიშნა

მოსიაშვილის განცხადებით, მისთვის რექტორის გადაწყვეტილება მოულოდნელი არ ყოფილა და მთავარი პრიორიტეტი უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებელთა კვალიფიკაციის ამაღლების ხელშეწყობა და სწავლების ხარისხის კიდევ უფრო გაუმჯობესება იქნება.
„დარწმუნებული არ ვიყავი, რომ რექტორის მოადგილედ დავინიშნებოდი, თუმცა ვგრძნობდი პოზიტიურ დამოკიდებულებას და სიმპატიას არა მარტო რექტორის, არამდე მთელი ადმინისტრაციის მხრიდან. აქედან გამომდინარე ქალაბატონი ირმას ეს გადაწყვეტილება მოულოდნელი არ იყო. რაც შეეხება პრიორიტეტებს. მთავარი აქცენტი იქნება არა მარტო სასწავლო პროცესზე, არამედ პროფესორ-მასწავლებელთა კვალიფიკაციის საკითხების წინ წამოწევაზე. ხშირად არის ხოლმე საუბარი ახალ სახელმძღვანელოებზე, მონოგრაფიებზე, რომლებზეც ხშირად ხელი არ მიგვიწვდება. ხშირად უნივერსიტეტი ვერ აფინანსებს სხვადასხვა სახის ტრენინგებსა და სემინარებზე პროფესორ-მასწავლებელთა დასწრებას თუ მონაწილეობას. რაც შეეხება სტუდენტებს. მათ ისეთი გარემო უნდა შევუქმნათ, რომ ცოდნაც აიმაღლონ და ჩაერთონ სხვადასხვა პროექტში, რომელიც მნიშვნელოვანია მათი პროფესიული განვითარებისათვის“, – განუცხადა knews.ge-ს ალექსანდრე მოსიაშვილმა. 
ირმა შიოშვილი თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორად 5 თვის წინ აირჩიეს, თუმცა ამ დრომდე მას მოადგილე არ ჰყავდა. ამ თანამდებობაზე ალექსანდრე მოსიაშვილის დანიშვნის გადაწყვეტილება შიოშვილმა გუშინ მიიღო.