პრემიერის პრესსამსახური – კახეთში სტიქიის შედეგების ლიკვიდაცია მიმდინარეობს

სტიქიის ზონაში მობილიზებული არიან სოფლის მეურნეობის, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის, გარემოსა დაცვის, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ყველა შესაბამისი უწყების წარმომადგენლები.
საქართველოს მთავრობის მეთაურის პრესსამსახურის ინფორმაციით, რეგიონში მთელი ღამის განმავლობაში იმყოფებოდნენ ადგილობრივი ხელისუფლებისა და „დელტას“ წარმომადგენლები, რომლებიც სპეციალურ ღონისძიებებს ახორციელებდნენ.
გუბერნატორის პრესსამსახურში კი აცხადებენ, რომ სოფელ ომალოში იმყოფება სახელმწიფო რწმუნებული კახეთის რეგიონში, ირაკლი შიოლაშვილი, რომელიც არსებულ ვითარებას პირადად ეცნობა.