ახალი ამბები

თელავის მუნიციპალიტეტში ბავშვთა დაცვის ჯგუფი შეიქმნება

ბავშვთა დაცვის მომსახურებისა და ადვოკატირების პროგრამის მენეჯერის, world vision საქართველოს წარმომადგენლის, მაია მგელიაშვილის განცხადებით, ბავშვთა დაცვის ჯგუფში არასამთავრობო ორგანიზაციები და სამთავრობო სტრუქტურები ერთობლივად, კოორდინირებულად იმუშავებენ, რათა ბავშვები ყველა სახის ძალადობისაგან და ექსპლუატაციისაგან დაიცვან.
„ჩვენმა ორგანიზაციამ კახეთში კვლევა ჩაატარა იმ სოფლებში, სადაც კახეთის სამხარეო განვითარების პროგრამა მუშაბს, რათა გამოგვევლინა ყველაზე მოწყვლადი ოჯახების ბავშვები. ჩვენ 3000-მდე ოჯახი შევისწავლეთ. აქედან 47% გამოიკვეთა, როგორც მაღალი რისკის მოქნე ოჯახები, სადაც მაღალია და დომინირებს მოწყვლადობის ფაქტორი. ეს გულისხმობს ეკონომიკურ სიდუხჭირეს, დისკრიმინაციას, ძალადობას და ა.შ. აქედან გამომდინარე გადაწყდა, რომ კახეთში შეიქმნას ბავშვთა დაცვის ჯგუფი, რომელიც იქნება სახელმწიფო და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლების ერთობა. ბავთა დაცვის ჯგუფის კომპეტენცია იქნება, ითანამშრომლის თემის დონეზე ქმედითი პრევენციული მექანიზმების ჩამოსაყალიბებლად, შეძლოს რესუსრების მობილიზაცია ამ კონკრეტული პრობლემების გადასაჭრელად“, – განუცხადა Knews.ge-ს მაია მგელიაშვილმა. 
კახეთის სამხარეო განვითარების პროგრამის წარმომადგენლებმა საინფორმაციო შეხვედრები უკვე დაიწყეს. მათ პირველი შეხვედრა თელავში საჯარო სკოლებისა და ბაგა ბაღების დირექტორებთან, სოფლების რწმუნებულებთან, სოცილაურ მუშაკებთან, სახელმწიფო სტრუქტურების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებთან უკვე გამართეს.