ახალი ამბები

უჩვეულო მოვლენა თელავში – სოფელ ნაფარეულში ელექტროკაბელები მოულოდნელად ქრება

სოფელში მცხოვრები სუმბაძეების ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ მათი საცხოვრებელი სახლიდან ელექტროკაბელები მოულოდნელად ქრება. მათივე განცხადებით, საოჯახო ტექნიკა იმ დროს ფუჭდება, როცა ის დენის წყაროზე მიერთებული არ არის. სუმბაძეების განმარტებით, სახლში ეს უჩვეულო მოვლენა მას შემდეგ დაიწყო, რაც რამდენიმე თვის წინ სახლის მიმდებარე ტერიტორიას მეხი დაეცა. 
“წყალი გაუშვა ტელევიზორმა, დაჭონჭოხდა. როდესაც ტელევიზორი გავხსენით, ამოვაშრეთ და ჩავრთეთ, ორი დღე იმუშავა. იმის შემდეგ გაფუჭდა”, – განაცხადა გოგი სუმბაძემ. 
ამ უჩვეულო ფაქტს მეზობლებიც ადასტურებენ. სუმბაძეების ოჯახი ადგილობრივ ხელისუფლებას დახმარებას სთხოვს და შესაბამის ორგანოებს ფაქტით დაინტერესებისკენ მოუწოდებს. ინფორმაციას ტელეკომპანია “მაესტრო” ავრცელებს.