არჩევნებიახალი ამბები

ახალგაზრდა ამომრჩევლისთვის საინფორმაციო ჩანართები დაიბეჭდა

საარჩევნო ჩანართები რეგიონული მედიის ასოციაციის (GRMA) მიერ მიმდინარე პროექტის ფარგლებში გამოიცა, რომელიც მიზნად ისახავს ახალგაზრდა ამომრჩევლის ინფორმირებას და საქართველოს 8 რეგიონში მიმდინარეობს.

ჩანართები გავრცელდა საქართველოს მასშტაბით რეგიონული გაზეთებისა და ვებპორტალების მეშვეობით. დაინტერესებულ ახალგაზრდებს, შეუძლიათ წაიკითხონ რჩევები, თუ როგორ უნდა მოიქცნენ არჩევნებამდე და არჩევნების დღეს.