ახალი ამბები

კახეთში ხე-ტყის უკანონო სარგებლობის ორი ფაქტი გამოავლინეს

უწყებაში აცხადებენ, რომ სამართალდამღვევს უკანონოდ მოპოვებული ჰქონდა 0,29 კბმ მურყანის ჯიშის მეორე ხარისხის ხე-ტყე. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ადმინისტრაციული სამართალდარვევის ოქმი შეადგინეს და მასალები შემდგომი რეაგირებისათვის შესაბამის რაიონულ სასამართლოს გადაუგზავნეს. რამდენიმე წუთის წინ დეპარტამენტმა კახეთში 0,4 კბმ მურყანის ჯიშის მეორე ხარისხის ხე-ტყეის უკანონო სარგებლობისა და ტრანსპორტირების ფაქტიც გამოავლინა.