ახალი ამბები

დუისში ორი რელიგიის წარმომადგენლები ერთმანეთს შეხვდნენ

შეხვედრას სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე, აბბა ალავერდელი მიტროპოლიტი დავითი, შეიხი რამინ იგიდოვი, დასავლეთ საქართველოს მუფთი ბეგლარ ქამაშიძე, აღმოსავლეთ საქართველოს მუფთი იასინ ალიევი, პანკისის ხეობის უხუცესთა საბჭოს წარმომადგენლები, ხასო ხანგოშვილი და ზაურ გუმაშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. 
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ცნობით, შეხვედრის მონაწილეებმა სააგენტოს აქტივობა პანკისის ხეობასთან მიმართებით დადებითად შეაფასეს და სამომავლოდ აქტიური თანამშრომლობის სურვილი გამოთქვეს. მათ პანკისის ხეობის სხვა სოფელში ანალოგიური შეხვედრის გამართვის გადაწყვეტილებაც მიიღეს. 
უწყების ინიციატივით, სოფელ დუისში ადგილობრივებისთვის უფასო სამედიცინო გამოკვლევებიც ჩატარდა. საპატრიარქოს წმინდა იოაკიმესა და ანას სახელობის სამედიცინო ცენტრის 14 პროფილის მედიკოსები პანკისელებს მთელი დღის განმავლობაში სოფლის ამბულატორიაში უფასოდ ემსახურებოდნენ.
მედიკოსების ინფორმაციით, დახმარების საჭიროების მქონე პაციენტები მკურნალობას თბილისში გააგრძელებენ.