ახალი ამბები

ევროპის საფეხბურთო თასები თელავშია

2015 წლის 11 აგვისტოს თბილისი ქართული სპორტის ისტორიაში უპრეცედენტო საფეხბურთო მატჩს უმასპინძლებს. უეფას ჩემპიონთა ლიგისა და ევროპის ლიგის გამარჯვებული გუნდები თბილისში სეზონის დასკვნით მატჩში უეფას სუპერ თასის მფლობელის ვინაობას გაარკვევენ.
ამასთან დაკავშირებით საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გადაწყვეტილებით, ევროპულ საკლუბო ფეხბურთში ყველაზე პრესტიჟული უეფას ჩემპიონთა ლიგისა და ევროპა ლიგის თასები სუპერ თასთან ერთად ქვეყნის ყველა რეგიონს მოივლის.