ახალი ამბები

კახეთში ვენახების აეროფოტოგადაღებები მიმდინარეობს

ვენახების კადასტრის პროგრამა მოიცავს ვენახების ფართობების აღრიცხვას, რეგისტრაციას, პასპორტიზაციას, სპეციფიკური ზონების/საზღვრების დაზუსტებასა და მევენახეობის კადასტრის წარმოებას. ვენახების პასპორტიზაცია და კადასტრის წარმოება აქამდე საერთოდ არ განხორციელებულა. კადასტრის ერთიანი სისტემა წარმოაჩენს ვენახებისა და ღვინის ხარისხობრივი მდგომარეობის დინამიკას. 
საკადასტრო სამუშაოებს ახორციელებს სახელმწიფო ტენდერში გამარჯვებული შპს „რუკა მაპინგი“, რომელმაც ანალოგიურ სამუშაოები გასულ წელს რაჭა-ლეჩხუმის მევენახეობის ზონაში შეასრულა.
ვენახების ჯიშობრივი და ხარისხობრივი შემადგენლობის შესახებ მონაცემები ამჟამად დამუშავების სტადიაშია.
ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, სამუშაოების შემდეგ მევენახეები მიიღებენ სპეციალურ პასპორტს, რომლის საშუალებით მათ ღვინის კომპანიებთან კომუნიკაცია მარტივად შეეძლებათ და ყურძნის ჩაბარების პროცესიც გაუმარტივდებათ. გარდა ამისა, გაჩნდება ზუსტი სტატისტიკა, რომლითაც შესაძლებელი გახდება დარგის ეფექტური მართვა.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ღვინის ეროვნულმა სააგენტომ ქვეყნის მევენახეობა-მეღვინეობის დარგის განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესი – ვენახების კადასტრის პროგრამის განხორციელება 2014 წელს დაიწყო რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში და ამ მიმართულებით მუშაობას მიმდინარე წელს კახეთში აგრძელებს. უწყების ინფორმაციით, ყვარლის რაიონში აეროფოტოგადაღები, ალფანუმერეული ინფორმაციის შეკრება მევენახეებისა და ვენახების შესახებ, ჯიშების დადგენის და სხვა მახასიათებლების ჩათვლით, მიმდინარე წლის ნოემბერში დასრულება.