ახალი ამბები

ალაზნის სარწყავ არხში 16 წლის მოზარდი დაიხრჩო

თვითმხილველები ,,ინტერპრესნიუსთან” საუბრისას აცხადებენ, რომ ის გუშინ მდინარეზე მეგობართან ერთად იმყოფებოდა. მეგობარმა მისი შველა ვერ შეძლო და უბედური შემთხვევის შესახებ სოფელს შეატყობინა. 
ადგილობრივმა მოსახლეობამ დამხრჩვალი მოზარდი მდინარიდან სამაშველო სამსახურის მისვლამდე ამოიყვანა. გარდაცვლილს ექსპერტიზა უკვე ჩაუტარდა და სახლშია გადასვენებული.