მაღალი სიჩქარე კახეთის რეაბილიტირებულ გზებზე ავტოსაგზაო შემთხვევების ერთ-ერთი ძირითადი მიზეზია

სამწუხაროდ, უბედური შემთხვევა ყველას თანაბრად გვეხება და ეს ხშირად უმძიმეს განცდებს, ახლობლების დანაკარგს თუ სხვა მატერიალურ-სულიერ ზარალს უკავშირდება. მთელ მსოფლიოში საგზაო შემთხვევების ერთ-ერთ უმთავრეს მიზეზად მაღალი სიჩქარე მიიჩნევა. კვლევებით დადგინდა, რომ სერიოზული ავარიების სამი შემთხვევიდან ერთის მიზეზი სწორედ გადაჭარბებული სიჩქარეა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, 2012 წელს ავარიებისა და გზებზე დაშავებულ-დაღუპულთა რაოდენობის 33,15 % სიჩქარის გადაჭარბებაზე მოდის. ამ მიზეზით 1507 ავტოავარია დაფიქსირდა. აქედან გარდაცვლილია 16 წლის ზემოთ 159, 16 წლის ქვემოთ _18, ხოლო სხეულის მძიმე დაზიანება აღენიშნათ 16 წლის ზემოთ_2094, 16 წლის ქვემოთ კი_651 მოზარდს. ავტოავარიები ახალგაზრდებისა და ბავშვთა სიკვდილიანობის ერთ-ერთი მთავარი მიზეზია.

`კახეთის რეგიონში საგზაო უსაფრთხოების ცნობიერებისა და ცოდნის ამაღლების კამპანიის“ ერთ-ერთ პრიორიტეტად ამიტომაც შეირჩა სასწავლო დაწესებულებები, სადაც მოზარდებისთვის და პედაგოგებისთვის ექვსი თვეა პერმანენტულად ტარდება მრვალი სხვადასხვა ფორმატის ღონისძიება. ეს კამპანია ფონდი `პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის“ და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტუქტურის სამინისტროს საავტომობილო დეპარტამენტის ერთობლივი პროექტია, რომელიც მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.

ქეთევან მურუსიძე, კოორდინატორი, ფონდი `პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის:`ნებისმიერი პროექტი გარკვეული კვლევის შედეგს ეყრდნობა. `კახეთის რეგიონში საგზაო უსაფრთხოების ცნობიერებისა და ცოდნის ამაღლების კამპანიის“ შემთხვევაში ერთ-ერთ ყველაზე მტკივნეულ პრობლემად გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობა გამოიკვეთა და ეს აბსოლუტურად ლოგიკურია. გადაჭარბებული სიჩქარით გზებზე მოძრაობა, ერთი შეხედვით, თითქოს უშუალოდ მათ უფრო ეხება, ვინც საჭეს მართავს, მაგრამ ეს სრულებითაც არ გამორიცხავს ქვეითების პასუხისმგებლობას. მაღალი სიჩქარე  მძღოლს და ქვეითად მოსიარულეს ერთნაირად უქმნის პროლემას. კვლევების შედეგად დადგინდა, რომ 2012 წლის მონაცემებით,  სიჩქარის გადაჭარბების შედეგად საქართველოში ავტოავარიის 33, 15% ფიქსირდება. ეს საგანგაშო მონაცემია, რაც აბსოლუტურად ამყარებს ამ კმპანიის არსებობას.

_ თანამედროვე სწრაფი გზების, ე.წ. ავტობანების შენებემ, ერთი მხრივ, ავტოსაგზაო შემთხვევების რიცხვი გაზარდა. მიზეზი ისაა, რომ კეთილმოწყობილ გზებზე ჩვენი მძღოლები ვერ აკონტროლებენ თავს და მაღალი სიჩქარით გადაადგილდებიან. მოქმედებს თუ არა გზებზე დამონტაჟებული კამერები, რომლებიც სიჩქარის გადაჭარბების ფაქტებს აფიქსირებენ?

_პრობლემის მოსაგვარებლად მხოლოდ კამერების დამონტაჟება არ კმარა, მითუმეტეს, როცა მათი რაოდენობაც არასაკმარისია. ყველასთვის ცნობილია მძღოლების ხერხი: კამერასთან მიახლოებისას უბრალოდ სიჩქარეს ამცირებენ, ხოლო გასცდებიან თუ არა, ისევ უმატებენ. 80 კმ/სთ სიჩქარით მოძრავი მძღოლისთვის ავტოავარიაში სიკვდილის შანსი 20-ჯერ მეტია, ვიდრე 30 კმ/სთ-ით მოძრაობისას. თუ ავტომობილი მოძრაობს 30 კმ/სთ სიჩქარით, ქვეითად მოსიარულის გადარჩენის შანსია 90%, ხოლო 80 კმ/სთ-ით შეჯახებისას მოსიარულეს გადარჩენის შანსი არც აქვს. მსოფლიოში ყოველწლიურად მილიონზე მეტი ადამიანი იღუპება საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების შედეგად.

მსხვერპლთა უდიდესი ნაწილი მოსახლეობის ახალგაზრდა, სოცილურად აქტიურ ფენაზე მოდის. ამიტომ დაბალი სიჩქარით მოძრაობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დასახლებულ ადგილებში, სადაც, ვთქვატ, ხშირად უწევთ გზის გადაკვეტა ბავშვებს. რაც შეეხება მაგისტრალებს, ბუნებრივია, აქ 30 კმ/სთ სიჩქარით გადაადგილება წარმოუდგენელია. ასეთ შემთხვევაში მეტი პასუხისმგებლობა ეკისრებათ ქვეითად მოსიარულეებს, რომ უფრო მეტად დაიცვან საგზაო მოძრაობის წესები და არ გადაკვეთონ გზა შესაბამისი საგზაო ნიშნის და გადასასვლელის გარეშე. ხოლო მძღოლებმა დაშვებულ სიჩქარეს არ უნდა გადაამეტონ, რათა საგზაო საფრთხე დროულად შეამჩნიონ და შესაბამისი რეაგირება მოახდინონ.

დაღუპულთა ყველაზე მაღალი მაჩვენებელი კი განვითარებად ქვეყნებში ფიქსირდება. გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობა, სხვა მრავალ დარღვევასთან ერთად, საზოგადოებაში არსებულ დაბალ კულტურაზე და საგზო უსაფრთხობის ცოდნის უკიდურესად დაბალ დონეზე მიუთითებს. ჩვენი ფონდისა და საავტომობილო დეპარტამენტის ეს ერთობლივი კამპანიაც სწორედ ცოდნისა და ცნობიერების ამაღლებას ემსახურება და მიგვაჩნია, რომ მხოლოდ ამ გზით შეიძლებ ამ პრობლემის  მინიმუმამდე დაყვანა.

_ რა გაკეთდა კახეთის რეგიონში ამ პრობლემის პრევენციისთვის თქვენი პროექტის ფარგლებში?

_ კამპანიის ფარგლებში უამრავი საგანმანათლებლო ღონისძიება დაიგეგმა და ჩატარდა თელავსა და კახეთის სხვადასხვა რაიონში, კერძოდ, გზის  განაპირა სოფლების სკოლებში. ტრენინგებზე მოზარდები უფრო მეტად გაერკვნენ საგზაო უსაფრთხოების, პროექტის მიზნების, ამოცანების და სამომავლო აქტივობების საკითხებში. გარდა ბავშვებისა და მასწავლებლებისთვის ჩატარებული საგანმანათლებლო გაკვეთილებისა, მოსახლეობაში ცნობიერების ამაღლების მიზნით გაიმართა ქუჩის აქციები, სადაც მძღოლებსა და მგზავრებს საგზაო წესების დაცვისკენ და კანონების დამორჩილებისკენ მოვუწოდებდით.

მაგალითად, საგარეჯოელ მოსწავლეებთან კითხვა-პასუხის საშუალებით გამოიკვეთა საგარეჯოს გზებზე არსებული საგზაო რისკ-ფაქტორები. საბოლოოდ მოსწავლეები შეთანხმდნენ საგზაო უსაფრთხოების საკითხებში აქტიური ჩართვის აუცილებლობაზე  და მიაჩნიათ, რომ საგზაო წესების დაცვა მნიშვნელოვანია, უპირველესად, მათივე უსაფრთხოებისთვის. ეს კი მოსახლეობაში საგზაო უსაფრთხოების ცნობიერების გაზრდას და გზებზე შესაძლო საგზაო ავარიების რისკების შემცირებას გულისხმობს.

_ მაღალი სიჩქარე მთელ მსოფლოში ავტოსაგზაო შემთხვევების ერთ ყველაზე მთავარ მიზეზად მიიჩნევა. რამდენად შეძლებს სოციალური კამპანიები და ღონისძიებები ცობიერების ამაღლებას ამ მიმართულებით?

_ შეგასენებთ, რომ 80 კმ/სთ სიჩქარიით მოძრავი ავტომობილის ქვეითთან შეჯახებისას ქვეითის გადარჩენის შანსი არ არსებობს. 30 კმ/სთ-ით შეჯახებისას კი შანსი 90%-ია. 1 კმ/სთ სიჩქარის მომატება 3 %-ით ზრდის ავტოავარიის რისკებს და 4–5 %–ით იწვევს ფატალური შედეგის ალბათობას; 50 კმ/სთ-ით მოძრავი მანქანა დასამუხრუჭებლად მოითხოვს 13 მეტრ მანძილს; შეგვიძლია ამ პრობლემასა  და მის უმძიმეს შედეგებზე უსასრულოდ ვისაუბროთ.

ცხადია, გადაჭარბებული სიჩქარით გზებზე საკუთარ სიცოცხლესაც საფრთხეში ვაგდებთ და გარშემომყოფებსაც ვწირავთ. ფაქტობრივად, სამიზნე კი შეიძლება სამწუხაროდ, ითოეული ადამიაანი გახდეს ჩვენი ოჯახის წევრის ჩათვლით. ამდენად, სანამ ფატალური შედეგი დადგება, რომლის გამოსწორება შეუძლებელია, საზოგადოების თითოეულმა წევრმა უნდა იმოქმედოს. მაღალი სიჩქარე კახეთის რეგიონში რეაბილიტირებულ გზებზე ავტოსაგზაო შემთხვევების ერთ-ერთი ძირითადი მიზეზია. ამდენად, მიგვაჩნია, რომ ამგვარი კამპანია ერთ-ერთი საუკეთესო იარაღია ამ პრობლემის მაქსიმალურად აღმოსაფხვრელად. ჩვენი საგანმანათლებლო პროექტის მიზანიც ესაა: კახეთის რეაბილიტირებულ გზებზე საგზაო უსაფრთხოების გაუმჯობსება და საგზაო მოძრაობაში მონაწილე ყველა სუბიექტის თვითშეგნების ამაღლება“. 

რუსუდან მამულაშვილი, სოფელ გურჯაანის საჯარო სკოლის დირექტორი:`საგზაო უსაფრთხოებამ განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინა თანამედროვე ცხოვრებაში, რაც დაკავშირებულია ავტომანქანების რაოდენობის ზრდასთან, რამაც ადამიანებს დამატებითი საზრუნავი გაუჩინა. საგზაო შემთხვევების ერთ-ერთი ძირითადად მიზეზია გადაჭარბებული სიჩქარე და ფეხით მოსიარულეების მიერ საგზაო წესების დარღვევა. ამ თემასთან დაკავშირებით სოფელ გურჯაანის საჯარო სკოლის მოსწავლეებს პროექტის ფარგლებში ჩაუტარდათ ტრენინგი და დაურიგდათ სახელმძღვანელოები. ეს იყო ღირებული, რადგან ეხებოდა თანამედროვე აქტუალურ თემას. ასევე აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ სკოლა გზის პირას მდებარეობს. მოსწავლეებს მიეცათ საშუალება დეტალურად გასცნობოდნენ საგზაო მოძრაობის წესებს. დარწმუნებულ ვარ თითოეული მათგანი საუკეთესო მაგალითი იქნება მთელი საზოგადოებისთვის. ამისთვის დიდი მადლობა ამ პროექტს.“