ახალი ამბები

პროგრამის “დანერგე მომავალი” მეორე ეტაპი იწყება

ლევან დოლიძეს ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში, განაცხადებების მიღება სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოში აგვისტოდან დაიწყება და პროგრამაში მონაწილეობის მსურველებს საშუალება ექნებათ ხეხილის ბაღები შემოდგომაზე გააშენონ.
პროგრამის “დანერგე მომავალი” ფარგლებში სახელმწიფო თანადაფინანსების მოცულობა შეადგენს: ბაღის გაშენების შემთხვევაში – ნერგების ღირებულების 70%-ს და წვეთოვანი სარწყავი სისტემის ღირებულების 50%-ს; სანერგე მეურნეობის შემთხვევაში – მეურნეობის შექმნის ღირებულების 50 % -ს. 
პროექტის “დანერგე მომავალი” განხორციელებისთვის ორი წლის განმავლობაში 15 მილიონი ლარი დაიხარჯება. პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია 1 000 – 1 200 ჰა-ზე თანამედროვე ტიპის ბაღის და 30 – 40 ახალი, თანამედროვე სანერგე მეურნეობის გაშენება, რაც ხელს შეუწყობს, ერთი მხრივ, ადგილობრივ ბაზარზე იმპორტ-ჩანაცვლების, ხოლო, მეორე მხრივ, საექსპორტო პოტენციალის გაზრდას.