ახალი ამბები

თელავის მერიამ სონა გულმაგარაშვილს 101 წლის იუბილე მიულოცა

თელავის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური განყოფილების უფროსის, ანა ასაბაშვილის თქმით, უწყება ყოველთვის ზრუნავს მოქალაქეებზე და მათი კეთილდღეობისთვის ყველაფერს გააკეთებს.
,,სონა გულმაგარაშვილს მივულოცეთ იუბილე. გვინდა, რომ რითიც შეგვიძლია დავუდგეთ გვერდში მოსახლეობას, მათ შორის ისეთ ადამიანებს, რომლებსაც ჩვენი ყურადღება და თანადგომა სჭირდებათ”,– განუცხადა Knews.ge-ს ანა ასაბაშვილმა.