ახალი ამბები

მუნიციპალიტეტებში სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოები ჩამოყალიბდება

პროექტის მიხედვით, სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო არის გამგებლის/მერის სათათბირო ორგანო, რომლის შემადგენლობაში შედიან ადგილობრივი მეწარმე იურიდიული პირების, არასამთავრობო სექტორის, მუნიციპალიტეტის მოსახლეობის წარმომადგენლები. 

გამგებელი/მერი ვალდებულია საბჭოს განსახილველად წარუდგინოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტი, მუნიციპალიტეტის სივრიცით დაგეგმარების დოკუმენტები, მუნიციპალიტეტის გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ წინადადებები, აგრეთვე სხვა მნიშვნელოვანი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების, ინფრასტრუქტურული და სოციალური პროექტები. 

“ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში” დაგეგმილი ცვლილებების პროექტი პარლამენტს მთავრობამ შესთავაზა. მას კომიტეტებს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე თენგიზ შერგელაშვილი აცნობს.