ახალი ამბები

თელავში საპილოტე პროექტის ,,საარჩევნო განვითარების სკოლა-2015“ განხორციელება იწყება

აღნიშნული პროექტის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან ,,საქართველოს ახალგაზრდა ასოციაციის“ თელავის ოფისის ხელმძღვანელმა, მარეხ მგალობლიშვილმა, გამართა. მისი თქმით, პროექტში მონაწილეობის მსურველ 17-დან 25 წლამდე ახალგაზრდებს შეუძლიათ გაიარონ სასწავლო კურსი 13-დან 24 ივლისის ჩათვლით და მიიღონ საჭირო ცოდნა საარჩევნო თემებზე.
,,კურსის გავლის მსურველებმა უნდა შეავსონ სპეციალური აპლკიკაცია და განაცხადი 1-დან 8 ივლისის ჩათვლით შეიტანონ საოლქო-საარჩევნო კომისიებში. საზაფხულო-საარჩევნო სკოლები, რომელიც თელავსა და სიღნაღში იფუნქციონირებს, საარჩევნო საკითხებზე ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლებას ისახავს მიზნად”,- განაცხადა მარეხ მგალობლიშვილმა.