ახალი ამბები

თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობამ და საკრებულომ 25 ადგილზე ვაკანსია ხელახლა გამოაცხადა

გამგეობის იურიდიული სამსახურის უფროსის, ლევან ბერძენაშვილის თქმით, აღნიშნულ ვაკანტურ ადგილებზე საკონკურსო საატესტაციო-კომისიამ ვერ შეარჩია ვერც ერთი კონკურსანტი, რის გამოც კონკურსი ჩაშლილად გამოცხადდა. მისივე განმარტებით, საკვალიფიკაციო მოთხოვნები იგივე დარჩა.
,,კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია ყველა დაინტერესებულ პირს, რომლებიც 9 ივლისამდე რეგისტრაციას გაივლიან საჯარო სამსახურის ბიუროს ვებ გვერდზე www.hr.gov.ge მონაწილეთა შერჩევა სამ ეტაპად – განცხადების გადარჩევის, ტესტირებისა და გასაუბრების საფუძველზე მოხდება”,- განუცხადა Knews.ge-ს ლევან ბერძენაშვილმა.
გთავაზობთ ვაკანსიების ჩამონათვალს:
საკრებულოს აპარატის საორგანიზაციო განყოფილება:
განყოფილების მთავარი სპეციალისტი
საკრებულოს აპარატის იურიდიულ განყოფილებაში:
განყოფილების უფროსი
ვაკანსია გამგებლის წარმომადგენლის თანამდებობაზე თვითმმართველი თემის ადმინისტრაცულ ერთეულებში:
ყარაჯალის ადმინისტრაციულ ერთეულში
ვარდისუბნის ადმინისტრაციულ ერთეულში
ლალისყურის ადმინისტრაციულ ერთეულში
სანიორის ადმინისტრაციულ ერთეულში
ვანთის ადმინისტრაციულ ერთეულში
რუისპირის ადმინისტრაციულ ერთეულში
გამგეობის ადმინისტრაციულ ერთეულებთან კოორდინაციის განყოფილება:
განყოფილების სპეციალისტი
გამგეობის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურში:
სამსახურის მთავარი სპეციალისტი
სამსახურის წამყვანი სპეციალისტი
გამგეობის საფინანსო – საბიუჯეტო და სოციალურ საკითხთა სამსახურის ტრანსპორტისა და მატერიალურ ფასეულობათა ექსპლუატაციის განყოფილება:
განყოფილების უფროსი
გამგეობის სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილება:
განყოფილების უფროსი
გამგეობის კულტურის, განათლების და ძეგლთა დაცვის განყოფილება:
განყოფილების უფროსი
განყოფილების მთავარი სპეციალისტი. 
თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობამ და საკრებულომ 42 ვაკანსიაზე კონკურსი მეორედ 13 მარტს გამოაცხადა.