ახალი ამბები

თესაუს სტუდენტებმა უნივერსიადის ტურნირზე ვერცხლის მედალი მოიპოვეს

მეორე ქვეჯგუფში თელავის უნივერსიტეტის ვაჟ ფრენბურთელთა გუნდმა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივესიტეტის, სპორტის აკადემიის, ილიას სახელმწიფო და სამედიცინო უნივესრიტეტების გუნდები დამაჯერებლად დაამარცხა და ფინალში თამაშის უფლება მოიპოვა. 
ფინალურ შეხვედრაში თელაველი ახალგაზრდები დამარცხდნენ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გუნდთან, რომელიც საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების წევრებითაა დაკომლექტებული. 
უნივერსიადა 2015 თბილისში 21 ივნისს დაიწყო და 24 ივნისს დასრულდა. მასშტაბურ სპორტულ ღონისძიებებში საქართველოს თითქმის ყველა უნივერსიტეტი მონაწილეობდა.